sereuli copy

interviu-prezidenttan

საქართველოს შერეული ორთაბრძოლების სპორტული ასოციაცია. პრეზიდენტი მამუკა (უშანგი) მამულაშვილი, ემსახურება მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას.ჩვენი ორგანიზაცია ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში მსოფლიო შერეული ორთაბრძოლების ასოციაციის WORLD MMA ASSOCIATION (M1 Global) (M1 Selection) ასევე ჩვენი წარმომადგენლობა გვაქვს UFC ამერიკულ ლიგაში,და Pride Championship,ჩვენი სპორცმენები წარმატებით მონაწილეობენ არაერთ გამართულ ტურნირში, და არაერთხელ ასახელეს საქართველო.ჩვენი სპორტული ასოციაცია ოფიციალურად წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ გუნდს საერთაშორისო ტურნირებზე.

კლუბში დიდი ყურადღება ექცევა გუნდურ სულისკვეთებას და პატრიოტიზმს. კვალიფიციური მწვრთველები თვალყურს ადევნებენ გუნდში არსებულ ერთსულოვნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მიზნების მისაღწევად. შერეული ორთაბრძოლების მთავარი მწვრთვნელი ბექა ელიბაშვილი (მრავალგზის ჩემპიონი ევროპისა მსოფლიო და ბრაზილიის ტურნირებში"MMA") და პაატა გიორგაძე (კიკ–ბოქსინგის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი) უპირატესობას ანიჭებს, როგორც გუნდურ მომზადებას, ასევე კერძოდ ინდივიდზე მორგებულ ვარჯიშებს. ჩვენი ფედერაცია დაფუძნებულია ურთიერთ პატივისცემასა და მეგობრობაზე როგორც მწვრთვნელებსა და სპორცმენებს შორის, ასევე თავად მოზარდებს ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის რაც ფედერაციის ძირითად ღირებულებას წარმოადგენს. ფედერაცია იწვევს ყველას პროფესიონალ სპორტსმენებსა თუ მოყვარულებს ფიზიკური და სპორტული მომზადებისათვის. ასევე შესაძლებელია ცალკე ერთიანი კონტიგენტის მიღება და გუნდების ვარჯიში ,ინდივიდუალური მომზადებაც. შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია შეგასწავლით ყველაზე ეფექტურ საბრძოლო ხელოვნებას რომელიც შექმნილია მრავალი სახეობის საბრძოლო ხელოვნების საუკეთესო, ეფექტური ილეთების ბაზაზე .ფიზიკური სიძლიერე სიმშვიდის საწინდარია. საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაცია გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.

543829 10201875646119303_1287410045_n1001736 10201872886570316_1715030433_n_thumb